საქართველო 2025 წლიდან სისხლის უანგარო დონორობის პრინციპზე გადასვლას გეგმავს

საქართველო 2025 წლიდან სისხლის უანგარო დონორობის პრინციპზე გადასვლას გეგმავს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც სისხლის ხარისხისა და უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც 7 თავისა და 46 მუხლისგან შედგება, არეგულირებს სისხლის, მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, ასევე სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროექტი ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

გაბუნიას განცხადებით, პროექტში აქცენტი კეთდება როგორც დონორის, ისე მიმღების უფლებებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰემოზედამხედველობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად ახალი მექანიზმია და რომელმაც სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვა-მონიტორინგი, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს.

კანონპროექტით სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების სისტემა შეიქმნება, განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანო და ლიცენზიის გაცემის წესი, დადგინდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები.

თამარ გაბუნიას განცხადებით, რეფორმა კომპლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება. 2025 წლის 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა