ანონსი  1 ნოემბერი

1-ელ ნოემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1-ელ ნოემბერს, 10:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები მეტროსადგურ „გოცირიძის“ დაუსრულებელ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის შედეგად მიღებული სატრანსპორტო კოლაფსი და სავარაუდო კორუფცია“.

მის: ზესტაფონის ქუჩა, მეტროსადგური „გოცირიძე“.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა 558 806 000

1-ელ ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების საკითხი. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ინდუსტრიას ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ნოემბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და ნარკორეალიზატორების დაკავება.

მის: გულუას ქ.N10

1-ელ ნოემბერს, 11:00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.

თემა: კახა კალაძის გადაცემულ მიწებზე და მერიაზე აღძრული საქმე.

მის: თავისუფლების მოედანი #4

1-ელ ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური განცხადებას გააკეთებს.

თემა: „დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ანაზღაურების DRG სისტემა ამოქმედდება - როგორია დაფინანსების ახალი მოდელი, რა იცვლება პაციენტებისა და კლინიკებისთვის, რომელ სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდება DRG სისტემა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1-ელ ნოემბერს, 12:00 საათზე,"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

1-ელ ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართელოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

1-ელ ნოემბერს, 12:00 საათზე, აჭარა ჯგუფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია აბასთუმანში ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს" რეაბილიტაციისა და Rooms Hotel-ის ბრენდის ქვეშ განვითარების მხარდასაჭერად ფინანსურ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მის: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო „სტამბა“, -1 სართული.

1-ელ ნოემბერს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საჯარო ღონისძიებას გამართავს და მწვანე ალტერნატივასთან და საიასთან ერთად ითხვისის შესახებ სახლმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე შეფასებას წარმოადგენს.

მის: თავისუფლების მოედანი №4

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

1-ელ ნოემბერს, 15:00 საათზე, „ლელოს“ მხარდაჭერით საქართველოში მყოფი უკრაინელი ექიმები, „ლელოს“ ლიდერებთან ერთად უკრაინის საელჩოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდებიან.

მედიისთვის გაკეთდება განცხადებები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო