საქართველოში ჩინეთის საელჩო ფოტოგამოფენას სახელწოდებით „ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“ ატარებს

ჩინეთის საელჩო საქართველოში ფოტოგამოფენას სახელწოდებით „ჩინეთის ექსტრაორდინალური დეკადა ახალ ერაში“ ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფოტოგამოფენა ეძღვნება ახალ ერას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პერიოდს კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ (2012 წელი), როდესაც ესტაფეტა პარტიის ახალმა ცენტრალურმა მმართველობამ და პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აიღო.

„მას შემდეგ ჩინეთი შევიდა სოციალიზმის ახალ ერაში, სადაც წარსულ წარმატებებზე შენდება მიღწევები მომავალში. საუკუნოვანი კომუნისტური პარტია აერთიანებს და უძღვება ჩინელ ხალხს, რომ გააგრძელონ ჩინური ოცნების აღსრულება - ჩინელი ერის დიადი აღორძინება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, პარტიის ლიდერობით, ჩინელმა ხალხმა ჩინეთი ენერგიულ და აყვავებულ ქვეყნად აქცია.

გამოფენა აერთიანებს ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარ შთამბეჭდავ ამბებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩინეთის ახალ ერაში. ის წარმოგვიჩენს, როგორ შეძლო ჩინელმა ხალხმა უწყვეტი სწრაფვით, თავისი ოცნების განხორციელება.

გამოფენა გვაჩვენებს, როგორ მუშაობენ ერთად ხალხები ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან სირთულეებთან გასამკლავებლად და ხელს უწყობენ ერთობლივ პროგრესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Cn.ge

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში