ვახტანგ კალოიანი - კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა კარგი ნაბიჯია, თუმცა გადაწყვეტილებას პაციენტისთვის გარკვეული რისკი აქვს

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, კლინიკების დაფინანსების ახალი მექანიზმის შემოღება დადებითი გადაწყვეტილებაა, თუმცა აღნიშნულს პაციენტისთვის გარკვეული რისკი აქვს.

როგორც ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, აღნიშნული მოდელით ჰოსპიტლებს პაციენტების ადრე გაწერის სტიმული უჩნდებათ. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ტექნიკური პერსონალის საჭიროება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, DRG სისტემაზე გადასვლა კარგი ნაბიჯია, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორ მოხდება იმპლემენტაცია. მისივე შეფასებით, იმპლემენტაციისთვის განსაზღვრული პერიოდი, 2 თვე არასაკმარისია.

„ამდენი წელი DRG სისტემაზე არ გადასვლა ძალიან დიდი შეცდომა და რესურსების გამოყენება იყო. უამრავი ასეული მილიონი დაიხარჯა არამიზნობრივად და არაეფექტურად. DRG სისტემაზე გადასვლა კარგი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ მოხდება იმპლემენტაცია.

ამ სისტემას ახლავს თავისი რისკები, რომლის მართვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია დანერგვის პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს გამართული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, შესაბამისად სამედიცინო სექტორთან ითანამშრომლოს.

DRG სისტემას პაციენტისთვის გარკვეული რისკები აქვს, მაგალითად ადრე გაწერის სტიმული, მაღალტექნოლოგიურ ჩარევებში შეზღუდვა. მნიშვნელოვნად გაიზრდება ტექნიკური პერსონალის საჭიროება. თუ სწორად იმართება, შესაძლებელია ეს რისკები აცილებული იყოს.

როგორც წესი, მსგავსი სისტემების იმპლემენტაციას 1 წლამდე სჭირდება ნორმალურ ვითარებაში, 2 თვე კი მცირე დროა. ჯანდაცვის სამინისტრო თუ ადეკვატურად იმუშავებს შესაძლებელია შედეგი დაიდოს, თუმცა 2 თვე არ არის კარგი დრო“, - აღნიშნავს კალოიანი.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ანაზღაურებას DRG სისტემით მიიღებენ. აღნიშნული მოდელით ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, დაწესებულებებს გადაუხდის. აღნიშნული მოდელის თანახმად, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება