რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს ყველა წმინდანის დღესასწაულს ულოცავს.
დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. ყველა წმინდანის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც კათოლიკეები ყველა წმინდანის, ცნობილის თუ უცნობის პატივსაცემად აღნიშნავენ. იგი პირველად 609 წელს აღნიშნეს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.