შსს-ს დელეგაცია ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, Frontex-ის მიერ ორგანიზებულ, საზღვრის პოლიციის 25-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენდა საზღვარზე შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის მომზადება.

საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასაზღვრო და სანაპირო პოლიციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ხელმძღვანელთან, ვასილოი როსიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს და ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ქართული დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ FRONTEX-ის ოპერაციული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანა კრისტინე იორგეს. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და FRONTEX-ის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით