ლაშა ფარულავა - ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია - კალაძემ მერია ივანიშვილის ქარვასლად აქცია

მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია, - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ჯერ კიდევ ვერ ემსახურება.

„ხელშეკრულება შარშან ნოემბერში კომპანია „მამისონთან“ გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დაესრულებინა და დღეს მგზავრებს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა არ არის გახსნილი და ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რა ჭაობშია თბილისის მერია - კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის. რა თქმა უნდა, ამაში ბრალი კახა კალაძეს მიუძღვის, რომელმაც თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილის ქარვასლად აქცია, სადაც მთავარი ამოცანა, ნაცვლად თბილისელებზე ზრუნვისა, არის კორუფციული გზით ტენდერების განაწილება, სამშენებლო ნებართვების მიღება. ეს არის ჩვეულებრივი ქარვასლა, სადაც ოლიგარქიული კლანის წევრების მიერ ვაჭრობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ამას კეთილსინდისიერი თბილისელების ინტერესები ეწირება,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა