სემეკსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გაგნიძემ მოაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივი ორგანიზება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება.

მხარეები კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ითანამშრომლებენ და კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი კვლევების განხორციელებას უზრუნველყოფენ.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სემეკში კიბერუსაფრთხოების თემატიკას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკის თანამშრომელთა მიერ შემუშავებული და დანერგილია მომსახურების ხარისხის პროგრამა, რომლის საშუალებითაც კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის მონიტორინგი დროის პირდაპირ რეჟიმში ხდება. კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში საკითხის კიდევ უფრო გააქტიურებას უზრუნველყოფს. ასოციაციასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომლის მიზანიც იქნება როგორც სამიზნე ჯგუფების საინფორმაციო დონის ამაღლება, ასევე ინოვაციური პროექტების დანერგვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ციფრული მომსახურებების მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო