ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ჩეხეთის სოციალური დაცვის სისტემის მართვისა და დაფინანსების საკითხები განიხილეს. ისაუბრებს დასაქმების პოლიტიკის, დეკრეტული შვებულების, ასევე - შშმ პირთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. ჩეხეთის მხარემ, საქართველოს დელეგაციას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ამ მიმართულებით, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა