გიორგი ტყემლაძე - დღეს თბილისი ისევ გახდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მსჯელობის ადგილი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“, სასტუმროში - ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხე პალასი’’ მიმდინარეობს და ის ორ დღეს გაგრძელდება.

გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოს შექმნის მიმართულებით გაწეული დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს თბილისი ისევ გახდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მსჯელობის ადგილი. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ დედაქალაქი განახლებული ძალებით კვლავ უბრუნდება ტრადიციულ და მნიშვნელოვან აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლების მანძილზე გვეხმარებიან ვიპოვოთ ყველაზე მისაღები გადაწყვეტები ჩვენი დედაქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის. მუნიციპალიტეტი მუშაობს ეკონომიკური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, ინფრასტრუქტურის განვითარება, პროფესიული განათლების მიწოდება, ტურისტული ინფრასტრუქტურა და კულტურული ღონისძიებები, სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამების, თემატური კვლევებისა და სხვა მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდება.

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მსხვილი საინვესტიციო პროექტების მოზიდვა, თუ ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე იმ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთა.

მანვე ხაზი გაუსვა ქალაქების ეკონომიკური განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებსა და უცხოურ ტენდენციებზე მაღალი დონის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებების მნიშვნელობასაც.

„ჩვენ, როგორც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობის ორმხრივად სასარგებლო ინიციატივებს“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების მონაწილეებმა ურბანული ეკონომიკის, მისი მდგრადობის, პანდემიის პერიოდისა და შემდგომი ეკონომიკური აღდგენის შესახებ იმსჯელეს და ამასთანავე, მწვანე ეკონომიკის, მიგრაციის ეკონომიკური გავლენებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების, სოციალური პოლიტიკისა და ურბანული სიღარიბის შემცირების, ასევე, ბიზნესმეგობრულ ქალაქებში ინვესტირების საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო