ტყის არამერქნული პროდუქტების სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის (HEGO)“ ფარგლებში, ტყის არამერქნული პროდუქტების სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციას, სადაც ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარების, არსებული გამოწვევების, პერსპექტივების, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საკითხები განიხილეს, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებას და საბოლოო ჯამში, დარგის განვითარებას.

„პროექტისა და დარგის წარმომადგენლების ერთად ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე. დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებების დეტალური ანალიზის საფუძველზე და მათი ჩართულობით, ვიმედოვნებთ რომ გამოვავლენთ იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის სექტორში ჩართული დაინტერესებული მხარეთათვის აქტუალურია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია საქართველოში, ძალისხმევას არ დაიშურებს, იმისთვის, რომ პროექტმა სარგებელი მოუტანოს ფერმერებს, კოოპერატივებსა და გადამამუშავებლებს“, -აღნიშნა პროექტის „ მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის (HEGO) მენეჯერმა ნათია გელაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს „მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის (HEGO)’’.

პროექტის მთავარია მიზანია ტყის არამერქნული პროდუქტების სექტორში ჩართული პირების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება არამერქნული რესურსები მდგრადი მოპოვებისა და ახალი კულტურების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო კავშირების განვითარება და ხელშეწყობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს