კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე შეხვდა. შეხვედრის თემა - „ხელოვნებისა და მუსიკის როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების პროცესში" იყო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუმარმა კომიტეტის საქმიანობაზე, კულტურის კოდექსსა და კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე ისაუბრა. მიმოიხილა სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები, მუსიკისა და კულტურის დიპლომატია, დარგის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.
საჯარო შეხვედრა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, აუდიტორისთან აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორები ესწრებოდნენ.