თბილისის საკრებულო ნიკოლოზ კახეთელიძის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ საზოგადოებას გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ კახეთელიძემ პრეზენტაციაზე მისი მონაწილეობით საკრებულოსა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და შეხვედრების, განხილულ საკითხებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

საკრებულოს წევრის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1-ელ ნოემბრამდე ნიკოლოზ კახეთელიძის მონაწილეობით საკრებულოს 15 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 13 დადგენილება და 649 განკარგულება იქნა მიღებული.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, საანგარიშო პერიოდში - 2021 წლის 3 დეკემბრიდან დღემდე, კომისიის 17 სხდომა გაიმართა, სადაც 116 საკითხი იქნა განხილული. კომისიაში 514 განცხადება/წერილი შევიდა, რომელზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა.

„როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, მოქალაქეთა მომართვიანობა შემდეგ სფეროებს შეეხებოდა: ურბანული განაშენიანება, პარკების, სკვერების, დასასვენებელი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, მწვანე ნარგავების სხვლა/ფორმირება, გადაბელვა, გადარგვა და მოჭრა, შინაური, მათ შორის, უპატრონო ცხოველების (ძაღლების) საკითხები.

მისივე თქმით, მუნიციპალურ სამსახურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართება.

ანგარიშის წარდგენისას ნიკოლოზ კახეთელიძემ, დამსწრე საზოგადოებას, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის რანგში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება. საანგარიშო პერიოდში ნიკოლოზ კახეთელიძემ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის 18 სხდომაში მიიღო მონაწილეობა და 334 საკითხი შეისწავლა.

გარდა ამისა, ანგარიშში საკრებულოს წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის რანგში განხორციელებულ საქმიანობაზე და პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

ანგარიშის პრეზენტაციას მოსახლეობასთან ერთად თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო