ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მულტისექტორულ შეხვედრაში მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს და შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა მიიღეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათი საქმიანობის და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ოჯახური დანაშაულის შედეგად მათი საჭიროებების გათვალისწინებით, დაზარალებურ პირებს სთავაზობენ.

დისკუსიის ფორმატში, როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პროკურორებთან და მოწმისა და დაზარალებულების კოორდინატორებთან ერთად, აქტიურად იმსჯელეს სერვისების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ურთიერთანამშრომლობის ხარისხის გაზრდის შესახებ მზაობა გამოთქვეს.

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში. აღნიშნული შეხვედრა, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო