ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში. განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები. აქცენტი გაკეთდა მაღალ ინფლაციაზეც. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში კვირის ბოლომდე დაბრუნდება.

„არსებული გამოწვევების ფონზე 2023 წლის ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა და რაც მთავარია ინფლაციის შემცირება“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა გასულ კვირას დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა