თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან SECO-სთან თანამშრომლობით, 2022 წლის 2-3 ნოემბერს თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმსა და SBFN-ის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს უმასპინძლებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მდგრადი დაფინანსების ფორუმი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებაზე განიხილება მიმდინარე გლობალური ტენდეციები და IFC-ის მიერ მხარდაჭერილი SBFN-ის 62 წევრი ქვეყნის ერთობლივი გამოცდილება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IFC-ის ექსპერტები, SBFN-ის წევრი ქვეყნები, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. წელს ფორუმი ჰიბრიდულ (ფიზიკურად და ვირტუალურად) ფორმატში გაიმართება”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს