ეკა ბესელია - ახლა 2022 წლის ბოლოა და მაქვს განცდა, რომ 2011 წელში დავბრუნდი - ჩვენ ისევ იმ მოსამართლეებს ვებრძვით, ხოლო ხელისუფლება ომბუდსმენს ებრძვის

როდესაც ადამიანი ცუდად გამოიყურება და არ მოსწონს საკუთარი თავი, სარკეში არ იყურება და გაურბის მას. ასეთი სარკე არის ომბუდსმენის ინსტიტუტი , - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამჟამად საქართველოს „დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდად გამოიყურება“.

„როდესაც არ გინდა ამ სარკეში ჩაიხედო, ე.ი. ცუდად გამოიყურები - ჩვენი დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდად გამოიყურება. ახლა არის 2022 წლის ბოლო და მე მაქვს განცდა, რომ 2011 წელს დავბრუნდი. ისევ მესმის სასამართლოში ის ხალხი, ვინც ადამიანის უფლებების სადარაჯოზე უნდა იდგნენ. არაფერი შეიცვალა - ისევ ამ მოსამართლეებს ვებრძვით: მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი და ა.შ. ახლა, 11 წლის შემდეგ ისევ ეს ხალხი. ხელისუფლება ისევ ომბუდსმენს ებრძვის, როგორც მაშინ, მაგრამ სოზარ საუბარი კარგი ომბუდსმენობიდან გახდა ძალიან ცუდი დეპუტატი და ცუდი მოქალაქეც. განცდა მაქვს, რომ 2010-11 წლებში დავბრუნდით იმის ნაცვლად, რომ დიდი ნახტომი გაგვეკეთებინა წინ და ეს უნიკალური შანსი გამოგვეყენებინა, რაც ევროკავშირში სწრაფი კანდიდატობის სტატუსს გვაძლევს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ გადაცემაში ისაუბრა სასამართლო სისტემაზეც და განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა თვისებებით რიგით მოქალაქეებზე მაღლა უნდა იდგნენ.

„მოსამართლე მოქალაქეებს ასამართლებს, ის ჩვენნაირი ვერ იქნება. ეთიკით, მორალით, პრინციპით, გამბედაობით, ჭკუითაც და კეთილსინდისიერებითაც ჩვენზე მაღლა უნდა იდგეს, რადგან მას უნდა, რომ სხვები ასამართლოს, ამიტომ ის აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მე არ მინდა მოსამართლეობა - არ მგონია, რომ მეყოფა ამის ძალა. მას თუ უნდა, რომ მე და ჩვენ გაგვასამართლოს, ის ჩვენზე უფრო მაღლა უნდა იდგეს. სამწუხაროდ, ეს არ ესმით. მთავარი არის მართლმსაჯულების რეფორმა, სწორედ ეს განსაზღვრავს შევასრულეთ თუ არა ის დღის წესრიგი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა