თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის შვედეთის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

მათივე ცნობით, სემინარს შვედეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ჰამპე კლაინი და უორენტ ოფიცერი ანდერს პალსონი უძღვებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს