აკაკი ალადაშვილმა საკრებულოში წლიური ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა, აკაკი ალადაშვილმა საკრებულოს შენობაში შეკრებილ საზოგადოებას 2021-2022 საანგარიშო წლის განმავლობაში მისი უშუალო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

აკაკი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სხდომებში და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობის თაობაზე.

„აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, მხარდაჭერილ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: 610 ოჯახისათვის მათ სარგებლობაში არსებული ფართების გადაცემა; ასევე, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების 480-მდე წევრის,ან მათი უფლებამონაცვლის დაკმაყოფილება.

ანგარიშში ასევე საუბარია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა კომპანია ,,სვეტის“, ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“, ,,ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

საკრებულოს წევრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სპორტის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრის მანდატმა მისცა საშუალება, მხარი დაეჭირა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

ანგარიშის პრეზენტაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, საერთაშორისო და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“-აღნიშნულია თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს