ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდგრადი განვითარების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორს, სამე ნაგუიბ ვაბას და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და მიწის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტოფ პუშს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა სამე ნაგუიბ ვაბას მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის რეგიონების მდგრადი და თანაბარი განვითარებისათვის.

ირაკლი ქარსელაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიმდინარეობის შესახებაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების ნაწილი დასრულდა, ხოლო ნაწილი დასრულების ეტაპზეა. ასევე, ისაუბრა პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე, დაგეგმვისა და შესრულების პროცესებზე.

სამე ნაგუიბ ვაბამ დადებითად შეაფასა, როგორც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ისე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები და მათი შესრულების პროგრესი. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტების შესრულების პროცესში საქართველოში დაგროვილი გამოცდილების მნიშვნელობა და ახალი პროგრამების სახით, შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ განიხილება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილების რამდენიმე ქვეყნისათვის გაზიარების შესაძლებლობები.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი