მომავალ წელს წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქის მერია წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საახალწლო დღესასწაულების ჩავლის შემდეგ დაიწყება.

„ვგეგმავთ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიანად გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, პირველ ეტაპზე შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციები, მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე მთლიანად მოწესრიგდება მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი.

ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. მიწისქვეშა ნარჩენების ურნები, გამწვანება, ახალი განათების ბოძები, ტროტუარების მოწესრიგება - ყველაფერი გაკეთდება. მინდა კომპანიებს მივმართო, რომ ცხადდება ბაზრის კვლევა და მიიღეთ მონაწილეობა. არსებული ვითარება არ არის სახარბიელო, კონკრეტული მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია და ამ ყველაფრის მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის ერთდროულად ჩაკეტვა ქალაქში პრობლემას გამოიწვევს, შესაბამისად, გვიწევს ეტაპობრივად განვახორციელოთ პროექტები. ვფიქრობთ, ახალი წლების შემდეგ როდესაც საახალწლო დღესასწაულები ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“,- აღნიშნავს კალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა