ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორ დღიანი ღონისძიება - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

„ შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ურბანული განვითარების პერსპექტივებსა და თანამედროვე ტენდენციებს განიხილავენ. ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი