ალუდა ღუდუშაური - ვაშაძეს და ჯაფარიძეს შეუძლიათ შემოასხდნენ კურიერის „მოტოს“ და რაიმე სასიკეთო იქ მაინც გააკეთონ - პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის

როგორც ჩანს, ვაშაძეს ჯაფარიძემ უთხრა, რომ „გლოვოში“ მისთვისაც არის ვაკანსია - იქნებ იქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო, აქ არც სივრცეა და არც ადგილი არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მართალია მათი ჟანრები სრულიად განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის შესაძლო დატოვების თაობაზე.

მისი თქმით, ვაშაძეს პარლამენტში თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი იქ არ არის.

„როცა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მანდატის გამოყენებაზე უარს აცხადებდა, მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ სურდა „გლოვოს“ კურიერად ყოფილიყო დასაქმებული. ახლა ბატონ ვაშაძეს, რომელმაც როგორც ჩანს, საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის, ბატონმა ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია „გლოვოს“ კურიერად, შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან „გლოვოს“ კურიერის „მოტოებს“ და უფრო მალე და უკეთესად მოემსახურებიან კლიენტებს. ესეც დასაფასებელია, იქნება იქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე. აქ ნამდვილად არც სივრცეა და არც ადგილი არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მართალია, მათი ჟანრები სრულიად განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, " პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის პარლამენტი დატოვოს. "მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება, როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა