ლევან იოსელიანი ოდირი-ს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წევრი, ლევან იოსელიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.

ეუთო-ს მისიასთან შეხვედრისას, პარლამენტის წევრმა ყურადღება წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებული საკითხები ქვეყანაში ნელ-ნელა გვარდება. სამომავლოდ არჩევნები ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანის გამოყენებით ჩატარდება და ეს მექანიზმი, რეალურად, არჩევნების დღის მიმართ არსებულ კითხვებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ განმეორდება ის პრობლემები, რაც აქამდე იყო. საუბარია ხმების მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. მისიის წევრებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა