ლევან იოსელიანი გვარამიას საქმეზე - მსგავსი ბრალდებით ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერია - მანქანებს არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც

მსგავსი ბრალდებით ამ ქვეყანაში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება, რადგან მანქანებს არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც და ა.შ., - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და ამ ბრალდებით მისი ციხეში გამოკეტვა არასწორია.

„არ მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს. გარდა ამისა, ის ბრალი, რაც წარდგენილია, არის სრულიად აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალით, რომ მივუდგეთ, ამ ქვეყანაში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ და თქვენც კარგად იცით, რომ მანქანებს, მათ შორის, ამ შენობაშიც არა მარტო პარლამენტის წევრები იყენებენ, არამედ მათი ცოლებიც, შვილებიც, ძიძებიც და ა.შ.“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა. საქალაქო სასამართლომ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი