მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) შესყიდვების მიმართულების დირექტორს ანი კლერ ჰოვარდს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებული სიტუაცია და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გააცნო.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკოინოვაციების წახალისებას.

გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მდგრად საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები, რაც, მომავალში, ხელს შეუწყობს აღნიშნული მიდგომის დანერგვას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად. მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებები მოცემულია ახალ საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო