კახა კალაძე - შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილებმა მოიკლოს, გარკვეული დროის განმავლობაში კი მოიმატოს

შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილებმა მოიკლოს, გარკვეული დროის განმავლობაში კი მოიმატოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ არ შესრულდა დაპირება და რატომ არ გაიზარდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა“.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილების კლება და გაზრდა ცოცხალი პროცესია.

„რაც შეეხება საპარკინგე ადგილებს, სხვადასხვა პროექტის განხორციელება მიმდინარეობს და შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილებმა მოიკლოს, გარკვეული დროის განმავლობაში კი მოიმატოს. ეს ცოცხალი პროცესია. მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით იგეგმება ზონალურ საათობრივი პარკირება, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გარკვეული დროის განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით იმუშავებს ეს სისტემა.

რაც შეეხება ჯარიმების გაზრდას, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც შშმ პირების ადგილზე ხდება ავტომობილის გაჩერება, ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ზებრა“ გადასავლელზეა და ფეხით გავლა შეუძლებელია. ეს დისკომფორტს იწვევს საზოგადოებაში და დიდი მღელვარების საგანია. ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- აღნიშნავს კალაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა