ბადრი ჯაფარიძე - ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება პრეზიდენტის მხრიდან შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად. „ქართული ოცნების“ კლანჭებში მყოფი სასამართლო დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების იარაღად. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელში არსებული კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა