გოგიტა თოდრაძე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ქალაქ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმში - „გლობალური ეკონომიკური აღდგენა“ მონაწილეობს.

„საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული ფორუმი 2007 წლიდან ტარდება და მასზე ისეთ თემები განიხილება როგორიცაა: ურბანული ეკონომიკა და მდგრადობა, პანდემიური ეკონომიკა და კოვიდის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა, მწვანე ეკონომიკა, მიგრაციის ეკონომიკური გავლენები და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა.

„ღონისძიების ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა - „მიგრაციის სტატისტიკა და ფულადი გზავნილები“. თავის გამოსვლაში „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება თბილისის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ემიგრანტებისა და იმიგრანტების რიცხოვნობის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გაამახვილა. თბილისი, ფორუმის ფარგლებში, ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ