დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა.

მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდათ ალექსანდრე აბრამოვს, ალექსანდრე ფროლოვს, აირატ შაიმიევს და ალბერტ შიგაბუტდინოვს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებიც რუსული ფოლადის მწარმოებელ კომპანია Evraz-თან არიან დაკავშირებული.

აბრამოვს და ფროლოვს გაერთიანებულ სამეფოში აქტივები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომში მათი როლის გამო გაუყინეს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში აბრამოვი და ფროლოვი ერთად 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საინვესტიციო საკუთრებას ფლობენ.

ორივე მათგანს ეკრძალება დიდ ბრიტანეთში შესვლა ან დარჩენა. ამასთან, შეზღუდვები აქვთ მათ მფლობელობაში არსებული თვითმფრინავებისა და გემების გამოყენებაზე ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება შაიმიევს, ის OAO Tatatodor-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიაა.

შიგაბუტდინოვი კი AO TAIF-ის კომპანიების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური სერვისებისა და საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორებში ოპერირებენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება