პოპულარული ბრიტანული გამოცემა Wanderlust მოგზაურებს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა ბათუმში მოგზაურობის შვიდ მიზეზს ასახელებს, მილიონობით მკითხველს კი, ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„შავი ზღვის მარგალიტის“ სახელით ცნობილი, საქართველოს სუბტროპიკული ქალაქი ბათუმი 2000 წელზე მეტია ხიბლავს ვიზიტორებს. მას ყველა მიზეზი აქვს მოგანდომოთ თავად აღმოაჩინოთ იგი... ის ერთდროულად არის როგორც უძველესი, ისე თანამედროვე, გულუხვი, სტუმართმოყვარე და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვებითა და ღვინით დალოცვილი ქალაქი მსოფლიოში. რას ელოდები?“ -იწყებს სტატიას ჟურნალისტი, პიტერმური.

ბათუმში მოგზაურობის მიზეზებს შორის გამოცემა ქალაქის არქიტექტურას, სანაპიროს, ბუნებას, აჭარის მთებსა და გემრიელ სამზარეულოს ასახელებს.

„აჭარის მთები, რომლითაც გარშემორტყუმულია ბათუმი, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ თვალწარმტაცი ფონი ქალაქისათვის. ზღვის დონიდან 1500-2200 მეტრზე მდებარე ციცაბო ფერდობები, დაფარული ხშირი ტყით, წყალუხვი ჩანჩქერებითა და ტბებით, ერთდროულად სიმშვიდის თავშესაფარსა და სათავგადასავლო ადგილს წარმოადგენს“. აჭარის მთებზე საუბრისას ჟურნალისტი ხაზს უსვამს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნებასა და „იუნესკოს“ აღიარებას.

Wanderlust-ის ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმის ბულვარიც თავისი სანაპიროთი და ზღვისპირა არქიტექტურით, ასევე ქალაქის თანამედროვე და ძველი შენობების ნაზავი.

„ბათუმი თვალწარმტაცი არქიტექტურის ქალაქია, სადაც მე-19 საუკუნის შენობები შერწყმულია თანამედროვე ცათამბჯენებთან. ბათუმს აქვს ყველაფერი დაწყებული დიდებული ბაროკოს ნაგებობებიდან ანბანის კოშკის მსგავსი ულამაზესი „საინსტაგრამო“ შენობებით დამთავრებული“.

ქართული კულტურისა და ტრადიციების უკეთ შესაცნობად ჟურნალისტი მოგზაურებს ბათუმში სუფრაზე მოხვედრას ურჩევს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს სავსეა ადგილობრივი კერძებით, ქედის უნიკალური ღვინითა და მასთან შერწყმული მრავალხმიანი ფოლკლორით.

„იქნება ეს უნიკალური მრავალხმიანი სიმღერა, უძველესი აჭარული ცეკვები თუ სუფრასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული სადღეგრძელო, ქეიფის ტრადიცია, ბათუმში კულტურა განუყოფლად არის დაკავშირებული საზოგადოების დღესასწაულთან და სტუმართმოყვარეობასთან. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ აჭარაში დროის გაატაროთ, სიურპრიზებით სავსე დასვენება გელოდებათ და უეჭველად დაბრუნდებით სახლში მოგონებებით, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ“,- წერს პოპულარული ჟურნალი.

სტატიის ბმული.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი