ნათია მოდებაძემ საქმიანობის წლიური  ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და საკრებულოსა და კომისიების მუშაობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც ანგარიშშია ნათქვამი საკრებულოს წევრი განათლებისა და კულტურის კომისიის 8 სხდომას დაესწრო და 37 საკითხი განიხილა.

„ანგარიშის წარდგენისას, ნათია მოდებაძემ მისივე ჩართულობით, განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ განხორციელებულ რამდენიმე პროექტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო წელს, თბილისის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად დაფუძნდა „წლის მკითხველის“ წოდება, ხოლო ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა ჯილდო, რომელიც იშვიათი, ნოვატორული ხედვის დიზაინერის დაჯილდოებას ისახავს მიზნად.

საკრებულოს წევრმა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხების კომისიის მუშაობის ფარგლებში მისი ჩართულობით განხორციელებულ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით თბილისში მოქმედი პროგრამებისა და ქვეპროგრამების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ხდება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამული ბიუჯეტის ზრდაც.

ამასთანავე, 2022 წელს გაგრძელდა იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან გარანტირებული სოციალური დახმარებით. ასევე, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტით, გაგრძელდა თბილისის რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება.

ნათია მოდებაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრად მუშაობის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, კომისიის 32 სხდომას დაესწრო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტი საკითხის განხილვაში და განხილვისას მოუსმინა 1000-მდე მოქალაქეს.

პრეზენტაციის ბოლოს საკრებულოს წევრმა მისი მონაწილეობითა და მხარდაჭერით გაცემულ ერთჯერად დახმარებებსა და კომპენსაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი”, გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებში ბინის ქირის არსებული საკომპენსაციო თანხის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა