კაპელანის ინსტიტუტი რეალურად ამოქმედდება

ოქტომბრის შუა რიცხვებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ინიციატივით, საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული პოლიციის უფროს კაპელანთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან 2020-2022 წლებში, პასტორ პავლო ცარევსკისთან შეხვედრა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ასევე, შედგა ონლაინ ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და უკრაინიდან, რომლის მიზანს კაპელანური მსახურების მსოფლიო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენდა.

„ დღეს კი, მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა უკრაინის სამართალდამცავების კაპელანური მსახურების „Patrol Chaplain"-ის უფროსი, „გლობალური ქრისტიანული მხარდაჭერის" პრეზიდენტი, იაროსლავ მალკო. თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ, პასტორმა მალკომ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვს დღიან ტრენინგებზე საკუთარი ხარჯებით მიიღოს რელიგიური ორგანიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურის - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ორ-ორ წარმომადგენელი. გარდა სწავლისა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათ ექნებათ შეხვედრები კაპელანის სამსახურთან დაკავშირებულ სტრუქტურებთან - სასამართლოს, პოლიციის, თავდაცვის, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან. სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კაპელანის თანაშემწის სერტიფიკატს, დამატებითი სწავლების შემდეგ კი - კაპელანის სერტიფიკატს. ამერიკული მხარე, ასევე, მზადაა გააფორმოს მემორანდუმები შესაბამის სამსახურებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა