ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები, ჩეხეთის სოციალური დაზღვევის სისტემებს გაეცნენ.

შეხვედრა შედგა, ჩეხეთის დასაქმების სააგენტოშიც, სადაც უწყების ორგანიზაციული სტრუქტურა განიხილეს. საუბარი შეეხო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ხელშემწყობ მექანიზმებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს