ოთარ გრიგოლია თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთარ გრიგოლია სესიაზე „სოციალური პოლიტიკა და ურბანული სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოვიდა , სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა რჩება, სოციალური პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე იზრდება სოციალური პრობლემების მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსების პროგრამები“.- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ასევე, ოთარ გრიგოლიამ მუნიციპალიტეტების მიერ სიღარიბის შემცირების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები დეტალურად განიხილა.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.

ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებას თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს