თელავში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

თელავში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სისხლის სამართლის თემატური სექციის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა მოსამართლეებმა და პროკურორებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, გენდერული ნიშნით ჩადენილი საქმეების სამართალწარმოებისას არსებული პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიესალმნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლონდა ბიჭიკაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი და და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბაქარ ჯიქია და მარიამ ვარდოსანიძე.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება