ანონსი  3 ნოემბერი

3 ნოემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

3 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების განცხადებები უკვე შევიდა: რას ეხება საჩივრები და რა შემთხვევაში შეუძლიათ, მოქალაქეებს სააგენტოს მიმართონ. რისი უფლება აქვთ მომხმარებლებს და მოვაჭრეებს, რა წესები ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობასთან მიმართებაში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს უმასპინძლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) და SANGU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა

საკონტაქტო: დავით გორგიაშვილი - 555 50 38 83

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა