მედია - ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ აფხაზური და ბელარუსული მედია იუწყება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კლიშევიჩი, კომისიის წევრები - დიმიტრი ბასკოვი, ოლგა პეტრაშოვა, ანტონ ტკაჩევი და საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი მდივანი სერგეი სტრელჩენკო. სოხუმში ე.წ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო კრების წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის „რესპუბლიკის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან.

როგორც მედია წერს, დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს „პრეზიდენტს“ მიღებისთვის და აღნიშნეს აფხაზეთის „რესპუბლიკასთან“ ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და გამოთქვეს რწმენა, რომ საერთო ღირებულებებით, კულტურითა და რწმენით გაერთიანებულ ხალხებს შეეძლებათ ერთობლივი რეაგირება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ისაუბრა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელარუსის ხალხს შორის.

ასევე გაიმართა მოკავშირე პარლამენტარების, სახალხო კრების - აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე ლაშა აშუბას და სახალხო კრების დეპუტატების შეხვედრა.

საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა ისაუბრეს ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღნიშნეს აფხაზეთის რესპუბლიკის პოტენციალი აღნიშნულ სფეროებში და გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ ძალისხმევა პრობლემის გადასაჭრელად.

ლაშა აშუბამ დაადასტურა შეხვედრის მნიშვნელობა, ისაუბრა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის წვლილი ბელარუსის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის განვითარებაში, მან დაადასტურა პოზიტიური დამოკიდებულება ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ.

„რაც შეეხება ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრებასთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში 15 წლის გახდება. 2008 წლის ოქტომბერში მოსკოვში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვის პასუხად, გადაწყდა, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს მიენიჭათ მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შესაბამისი ასოციაციის ფარგლებში. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობისა და მისი დეპუტატების მხარდაჭერისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენთვის“, - განაცხადა აშუბამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო