ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ამერიკის, პოლონეთისა და შვედეთის სატყეო სამსახურების, ასევე, გაეროს სურსათის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ტყის ეროვნული აღრიცხვის (NFI), ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციისა (FMI) და ტყის მართვის გეგმის (FMP) შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვა, სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღრიცხვის უპრეცენდენტო სამუშაოები განხორციელდა. მსგავსი ტიპის ინვენტარიზაციისთვის სპეციალურად შემუშავდა მეთოლოგია, რის საფუძველზეც დაინერგა ტყეების სტატისტიკური აღრიცხვის მექანიზმი“, - აღნიშნა ბიომრავალფერვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა.

როგორც უწყებაში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით. საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება 2018 წელს დაიწყო.

ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები მომზადდა. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს