უკრაინელი მეომრების შვილები საქართველოში იმყოფებიან

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოდესის ოლქში გენერალური კონსულის, თორნიკე ბერეკაშვილის მოწვევით, უკრაინიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები დედებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელი სტუმრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებს და მათთვის სპეციალურად შედგენილ პროგრამის განხორციელებას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უზრუნველყოფს.

„1-ელ ნოემბერს, უკრაინელი სტუმრები ბათუმში იმყოფებოდნენ. ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარსა და დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. შემდეგ, სტუმრების პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებული სადილი გაიმართა. სტუმრები, გუშინ საღამოს თბილისში გამოემგზავრნენ.

უკრაინელ სტუმართა დელეგაცია 30 წევრისგან შედგება და ის, საქართველოში, 10 დღის განმავლობაში დაჰყოფს. ვიზიტის ფარგლებში მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, გასართობი და შემეცნებითი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იქნება ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მათი მოწვევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სათაო ოფისში, სადაც ისინი ქართველ ვეტერანებს შეხვდებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა