ზურაბ აზარაშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სისტემაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

„ყურადღება გამახვილდა წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების საკითხზე. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლინიკების აკრედიტაციის საკითხს, რისი ვალდებულებაც, სამედიცინო დაწესებულებებს, 2025 წლიდან გაუჩნდებათ. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შეხვედრაზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში სტუმრობაც დაიგეგმა.

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, მოტოლის საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც საავადმყოფო პაციენტებს სთავაზობს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა