სოსო ფხაკაძე - ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად

საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავდა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მასში მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, იაპონიისა და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მსვლელობისას საუბარი შეეხო მდგრად ბიზნეს გარემოს და მის მნიშვნელობას, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ფორუმის მონაწილე მხარეებმა რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევები და შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.

„იაპონია არის მესამე ეკონომიკა მსოფლიოში და რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ბიზნეს საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ახალი ბიზნეს კავშირებისა და თანამშრომლობისთვის, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გვყავს რამდენიმე იაპონური კომპანია და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, ბიზნეს ფორუმი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა