ახალი ბიზნესის რეგისტრაცია „თიბისი“ ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

“თიბისი” მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე „თიბისის“ ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი.

როგორც „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი, ვეფხია ლომინაშვილი განმარტავს, „თიბისის“ მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მისიას ემსახურება.

„ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ძალიან მარტივ პროცესს - ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არა ფინანსური ოპერაციების განხორციელება“, - აღნიშნავს ვეფხია ლომინაშვილი.

მათივე ცნობით, “თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც დაეხმარებათ მათ კომპანიის რეგისტრაციაში.

„გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არა ფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც „თიბისიში“ სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა