„პალიტრა L“ წიგნის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ახალ პროექტს იწყებს

XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ პროექტს იწყებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს გახლავთ ახალი, თანამედროვე, მდიდარი და პოლიგრაფიული ხარისხით გამორჩეული ბიბლიოთეკის შექმნის ან/და უკვე არსებულის შევსება-განახლების მასშტაბური და მეტად მოქნილი შესაძლებლობაა. პროექტის ფარგლებში წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ გახდნენ გამომწერები და მათთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღონ საკუთარ ინტერესზე მორგებული წიგნი თუ წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოიცემა.

„პალიტრა L-ის“ დირექტორის თინა ასათიანის განმარტებით, მკითხველი ეტაპობრივად, დაპირებული პერიოდულობით მიიღებს სრულიად ახალ გამოცემებს და აღარ დაელოდება პრესის ახალი ნომრის გამოსვლას, ანუ მას ექნება საშუალება ისარგებლოს სპეციალურად მასზე მორგებული პირობებით და ახალი გამოცემები შეიძინოს გაზეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა, უფრო ინოვაციური და მისთვის მოსახერხებელი არხით.

„თანამედროვე სამყაროში, როცა ყველაზე დეფიციტური და ძვირფასი არის დრო, ეს უპირატესობა იმდენად აშკარაა, რომ მისით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს. რა უნდა იყოს იმაზე კომფორტული, ვიდრე ის, რომ სასურველ მისამართზე, სასურველ დროს მიიღოს სასურველი წიგნი. ადამიანი ზოგავს დროსაც, ფულსაც და ნერვებსაც, მისი ბიბლიოთეკა კი ივსება მისთვის საინტერესო უახლესი გამოცემებით. ჩვენი გამომცემლობა მაქსიმალურად ცდილობს ყველა გემოვნების, ასაკისა და მოთხოვნების მკითხველს შესთავაზოს მათთვის სასურველი მომსახურება. სწორედ ამიტომ დავნერგეთ სამი ტიპის გამოწერის სისტემა. ეს გაუადვილებს ადამიანს თავისი ინტერესის, ადგილსამყოფლისა და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კომფორტულად გახდეს გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის“ გამომწერი, შეიძინოს წიგნები განსაკუთრებულ, სპეციალურად გამომწერებისთვის დადგენილ ფასად და მიიღოს ისინი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მხოლოდ 2 ლარის დამატებით,“ - განმარტავს თინა ასათიანი.

XXI საუკუნის ოჯახის ახალი ბიბლიოთეკა შექმნა კი მარტივად, ახლა უკვე პრესის გარეშეა შესაძლებელი.

  1. სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და ბიბლუსის ქსელშიმ თელი საქართველოს მასშტაბით. წიგნს გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ, დაუჯერებელ ფასად შეიძენთ.

ან გახდით გამომწერი:

  1. დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ამათუიმ გამოცემის, ტომეულისა თუ პროექტის მიმართ გამომცემლობის სატელეფონო ცენტრში, დათქმულ დროსა და ადგილზე წიგნებს სპეციალურ ფასად მიიღებთ. ტელ.: 322 47 00 45

  1. გამოიწერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტომეული ონლაინ, განსაკუთრებულ

ფასად საიტიდან https://palitral.ge/subscriptions თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მიიღეთ

დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება ან გადაიხადეთ ყოველთვიურად თქვენ მიერ შერჩეულ

რიცხვში, შეძენილ წიგნებს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ.

სატელეფონო და ონლაინ გამოწერის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 ლარია.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი წიგნი 28 ნოემბერს გამოვა. პროექტს მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გახსნის. თვეში 1 ტომი გამოვა და წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 14 ლარი იქნება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა