პარლამენტში შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს, ბექა ფერაძეს უსმენენ

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს, ბექა ფერაძეს პარლამენტში უსმენენ. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ანგარიში მოიცავს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, ინფორმაციას 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

უსაფრთხოების მიმართულებით, 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება - 446 ობიექტზე.

შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000-მდე დასაქმებულ პირს.

2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა 58 830 აქტივობა, 13 612 ობიექტზე, მათ შორის იყო კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

შრომის ინსპექციის სამსახური, ოფიციალურად გახდა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. რაც მნიშვნელოვანი შედეგია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.

2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, დასაქმებულთა ინფორმირების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, როგორც სატელევიზიო ისე სოციალურ მედიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო