4 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის ინსპექციის სამსახური, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ შეხვედრას გამართავს.
საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70; მერი მახარაშვილი - 599 50 01 37
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: კულტურის სფეროში მასშტაბური საკადრო წმენდა.
მის: თაბუკაშვილის 5.
საკონტაქტო: ქრისტინა ფარჯიანი - 598 90 64 74.
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ინფლაციური პროცესები საქართველოში და პროგნოზი: მოახდენს, თუ არა ლარის კურსი ფასებზე გავლენას. მოსალოდნელია, თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57;
საკონტაქტო: 593 53 45 24
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტის „მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
მის: სასტუმრო „რუმს თბილისი“ , კოსტავას ქუჩა N14
საკონტაქტო: მაგდა გუგავა- 599 42 02 06
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას გააკეთებს.
მის: ლუბლიანას 13ბ, მე-2 სართული (საქართველოს სასამართლოს გუშაგის ოფისი).
საკონტაქტო: თათია ლომთაძე - 551 513 514.
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
4 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - წევრის, ანა წითლიძის ბრიფინგი გაიმართება.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)
4 ნოემბერს, 11:30 საათზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმები და მძღოლები ხელფასების მატების მოთხოვნით აქციას გამართავენ.
მის.: აკაკი წერეთლის გამზ.119, სასწრაფოს ცენტრის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია.
4 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
4 ნოემბერს, 14.00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2