შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 31%-ით შემცირდა

შრომის უსაფრთხოების კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 31%-ით შემცირდა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეს სტატისტიკა არის გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის მთავარი საზომი.

უწყების ინფორმაციით, ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული ის ძირითადი დარღვევები, რაც 2021 წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გამოვლინდა.

შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების მიმართულებით, 2021 წელს ჩაატარა 1074 ინსპექტირება - 446 ობიექტზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს