გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, შამანაურის, არაგვისპირელის, კოსტავას, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში თანიანთკარი, ყვავილი, მეზვრიანთკარი, ქერანა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, ოქროყანა, უხათი, კობი, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, საგურამო, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო