ანა წითლიძე - უსუფაშვილის ფილოსოფიურ ნააზრევზე ვერ გავაკეთებ კომენტარს - ვაშაძის ან უსუფაშვილის ამომრჩევლისთვის არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება იყოს #1 პირველი პრობლემა

უსუფაშვილის ფილოსოფიურ ნააზრევზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. დიდი ხანია გვესმის, რომ მოსახლეობას არ უნდა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შედეგებით ვხედავთ, რომ ამ პარტიებს ჰყავთ ყველაზე მეტი ამომრჩეველი, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გაერთიანების ფორმულაა პარტიების დაშლა და მის ბაზაზე ახალი ძალის შექმნა.

წითლიძის თქმით, ამომრჩეველს სხვა ალტერნატივაც სჭირდება და ამიტომ პატარა პარტიების გაზრდას გულშემატკივრობს, თუმცა ოპოზიციის გაერთიანებაზე როცა საუბრობენ, ყურადღება უნდა მიექცეს ამომრჩევლის ინტერესებს.

„მე არ ვიცი, რა არის პატარა პარტიების მთავარი მიზანი, მათი მიზანი უნდა იყოს და ჩვენც ვგულშემატკივრობთ, რომ გაიზარდონ. ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ამომრჩეველს ნამდვილად უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაზე“ არ იყვნენ მიბმული და პატარა პარტიებს მისცენ ხმა. მნიშვნელოვან საკითხებზე რა თქმა უნდა, ოპოზიციას უნდა გვქონდეს, მაგრამ მაგალითად, ჩვენი 600 000 ამომრჩევლისთვის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არის ნომერი პირველი პრობლემა, ვაშაძის ან უსუფაშვილის ამომრჩევლისთვის არ მგონია, რომ ეს იყოს ნომერ პირველი პრობლემა, ასეთ თემებზე შეთანხმება ხომ ხვდებით, რომ უბრალოდ ...,“- განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ და „დროას“ პოზიციას ერთიანობაზე, წითლიძის განცხადებით, „წითელი ხაზები არავინ უნდა გადაკვეთოს“. მისივე თქმით, მათ თავად დაარღვიეს ერთობა, როცა პარლამენტში მაშინ შევიდნენ, მათი პარტიის თავმჯდომარე რომ ციხეში იყო. მისივე თქმით, „ჯაფარიძემ თავის დროზე პარტია ისე დატოვა, რომ „ნახვამდის“ არ უთქვამს“.

„ნაციონალური მოძრაობის სიით თუ უნდათ გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“? - აღნიშნავს წითლიძე ერთიანი სიის თაობაზე მათ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა პარტიების „გამსხვილება“. კითხვაზე გულისხმობს თუ არა ამაში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაშლას და შემდეგ მათ ბაზაზე ახალი ძალის აღმოცენებას, დავით უსუფაშვილმა თანხმობა განაცხადა.

„დიახ, ძალიან კონკრეტული ფორმულაა შეთავაზებული. „ლელო“ იმას კი არ ამბობს, მოდი, მე შემომიერთდითო. ახლა ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია „ოცნებიდან“ მიგრირების პროცესში მყოფ ამომრჩეველზე, ვისაც აქვს იმის გააზრება, რომ „ოცნებამ“ ბევრი კარგი დანაპირები გასცა, მაგრამ არ შეასრულა. ამ ხალხისთვის ახალი პოლიტიკური ძალის შეთავაზება იქნება სწორი და არა პოლიტიკური ძალებისგან რაღაცის შექმნა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა