ოთარ კახიძე - ჩვენ გვყავს პროდასავლური ზურაბიშვილი, შუაშისტური კობახიძე და პრორუსული სუბარი, არ უნდა „ვჭამოთ“ ასეთი გადალაგება - ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება სხვადასხვა განშტოებით

სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის და ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში ­ეტყვის მას, რომ შეიწყალოს გვარამია, თუკი რაღაც ექნება სავაჭრო, რაღაცას მიიღებს ამის სანაცვლოდ, ან ექნება შიში, რომ სერიოზული წნეხი ექნება ქუჩიდან - ამ რეალობაში ივანიშვილზე რაიმე სერიოზული წნეხი არ ხორციელდება და ამ ეტაპზე მას არაფერი აქვს გასაცვლელი და სავაჭრო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა პოლიტიკური ფიგურები ასეთ გადაწყვეტილებებს კეთილი ნების საფუძველზე არ იღებენ.

„სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად არ უნდა განვიხილოთ. ის ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი განშტოებაა და რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას გააკეთებს აუცილებლად. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფრთა - გვყავს პროდასავლური ზურაბიშვილი, შუაშისტური კობახიძე და პრორუსული სუბარი. არ უნდა „ვჭამოთ“ ასეთი გადალაგება, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება სხვადასხვა განშტოებით. სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის. ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში ეტყვის მას, რომ შეიწყალოს გვარამია, თუკი რაღაც ექნება სავაჭრო, რაღაცას მიიღებს ამის სანაცვლოდ, ან ექნება შიში, რომ სერიოზული წნეხი ექნება ქუჩიდან. ეს არის ის საფუძვლები, რომელიც ივანიშვილს აიძულებს ხოლმე, რომ დათმობაზე წავიდეს. მაგალითად, როგორც იყო 8 მარტის შეთანხმების პროცესი, როდესაც ჩვენ პარლამენტის ბოიკოტირება გვქონდა თვეების განმავლობაში და დილით მიიძურწებოდნენ და ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ვერ შედიოდნენ, რადგან პიკეტირება იყო ყველა კართან და პოლიტიკური კრიზისი იყო ისეთი, რომ ვერ უმკლავდებოდნენ. მაშინ მოუწიათ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, რადგან ძალიან მძიმე ვითარებაში იყვნენ და ახლა ამ ვითარებაში არ არიან. ახლა არიან ძალიან კომფორტულად, პარლამენტში შეიყვანეს და მერე ბოლომდე დეგრადაცია მოუწყვეს ოპოზიციას. ამ რეალობაში ივანიშვილზე რაიმე სერიოზული წნეხი არ ხორციელდება, ამ ეტაპზე ივანიშვილს არაფერი აქვს გასაცვლელი, სავაჭრო, ასეთი რამ ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კეთილი ნება შეიძლება გამოიჩინოს. მე ეჭვი ძალიან მეპარება, რადგან საბჭოთა პოლიტიკური ფიგურები ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებენ კეთილი ნების საფუძველზე, მხოლოდ ვაჭრობა და რაღაცაში გაცვლა შეიძლება იყოს გვარამიას გათავისუფლების საფუძველი. რაიმე სერიოზული წნეხი თუ იყო ხელისუფლებაზე, ამ წნეხის მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ ახლა ეს წნეხი არ არის. შესაბამისად, ჩემი მოლოდინი არ არის, რომ ივანიშვილი ზურაბიშვილს ეტყვის, რომ გვარამია გამოუშვას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა